აშშ-ის ელჩი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკელ დიპლომატებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, სტუმრები სასწავლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის დასასრულს აკადემიის რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

























