იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი ნატო-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან მეტი გაკეთონ ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან.

„ველოდები, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს გააძლიერონ გამძლეობა და ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია განახორციელონ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნატოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა