უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელის უწყებაში მისვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა