ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობას დადო, რომ რუსი სამხედროები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო, რუსი სამხედროები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამომძიებლები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოავლინონ დანაშაულის ჩამდენი პირები.

„ჩვენ უკვე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გამოავლინოს ყველა რუსი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულებში. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა ევროკავშირთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განიხილა გამოძიების სტატუსი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და ავსტრიის კანცლერთან კარლ ნეჰამერთან.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს