ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.

„ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში, გადაუარეს ტანკებით შუა გზაზე. რუსების ქმედებები ძალიან ჰგავს ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს. გეოგრაფია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სისასტიკე იგივეა, დანაშაული იგივეა და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხედავს რა სამხედრო დანაშაულები შეიძლება ჩაიდინონ რუსმა სამხედროებმა უკრაინის სხვა ნაწილებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა