„ლელოს“ ლიდერები და წევრები საელჩოსთან შეიკრიბნენ და უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნის პატივსაცემად პარტია "ლელოს" ლიდერები და წევრები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

აქციის წევრებმა საელჩოსთან ყვავილები მოიტანეს და სანთლები დაანთეს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "რუსულ ბარბაროსულ აგრესიას" უწოდებს და აცხადება, რომ ხელისუფლებას შესთავაზეს, დღეს გლოვის დღე დაეწესებინათ, თუმცა ხელისუფლებამ ინიციატივას "სიჩუმით უპასუხა".

"აუცილებლად უნდა გამოგვეხატა თანაგრძნობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მხეცური, ბარბაროსული, რუსული აგრესიის მსხვერპლებთან მიმართებაში. ამ მიზნით მივედი უკრაინის საელჩოსთან.

ის, რაც ბუჩაში მოხდა, ის რაც უკრაინაში ხდება, ეს არის წარმოუდგენელი ბარბაროსობა კაცობრიობის წინააღმდეგ და თითოეული დამნაშავე დაისჯება, მაგრამ აუცილებელი იყო, გამოცხადებულიყო გლოვის დღედ ეს დღე. ამდენი უდანაშაულო მსხვერპლია მოკლული რუსი ჯარისკაცების მიერ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც სიჩუმით უპასუხა ჩვენს ინიციატივას და ამიტომ ვართ დღეს უკრაინის საელჩოსთან, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ თანაგრძნობა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან რუსული აგრესიის მსხვერპლი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს