ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოს 19 პარლამენტს, გაეროს, ევროპის საბჭოს, G7-სა და ნატოს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დრომდე, მსოფლიოში 19 პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ზელენსკის პირველი ვირტუალური მიმართვა ევროპარლამენტში 1 მარტს ჰქონდა. შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა რვა მარტს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს მიმართა. ზელენსკი ვირტუალურად ჩაერთო და მიმართა შემდეგი ქვეყნების მთავრობებს: პოლონეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, შვეიცარია, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრალია და რუმინეთი.

ზელენსკიმ ასევე მიმართა ოთხ ინსტიტუტს: გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, G7-სა და ნატოს. ზელენსკიმ ისაუბრა ვირტუალურად დოჰას ფორუმზეც.

გარდა ამისა, მან კვირას საღამოს გრემის დაჯილდოებაზე წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით მესიჯები გააჟღერა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა