ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პარლამენტს - ევროპაში ყველამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის მიმართ შიში და სისუსტის გამოჩენა

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, სანამ მსოფლიო საბოლოოდ არ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა მშვიდობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან იმ კომპანიებს, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობა შეწყვიტეს, მადლობა გადაუხადა.

„ძლიერი სანქციებია საჭირო. ყველაზე ძლიერი. როგორ მივცეთ რუსულ ბანკებს მოგების გამომუშავების საშუალება, როცა რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებში აწამებენ რიგით მოქალაქეებს? როგორ შეუძლიათ ევროპულ კომპანიებს ვაჭრობა სახელმწიფოში, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენს ხალხს? ვიცი, რომ ბევრმა თქვენმა კომპანიამ უკვე შეწყვიტა რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენს მოქალაქეებს და თქვენს მთავრობას. მადლობელი ვარ ამ კომპანიების, მთელი თქვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების სანქციების მიმართ პრინციპული პოზიციისთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან რამდენიმე ესპანურ კომპანიას რუსეთთან ბიზნესის კეთებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ზოგიერთ კომპანიას, როგორიცაა Maxam, Porcelanosa, Sercobe და სხვა კომპანიები, რომ შეწყვიტონ რუსეთთან ბიზნესი.

ის, რაც ჩვენმა ქალაქმა ბუჩამ, ჩვენმა ქალაქმა ბოროდიანკამ, ჩვენმა სხვა ქალაქებმა განიცადეს, არის ომის დანაშაულები. დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ნათელი საფუძველი, რომ რუსი სამხედროები და მეთაურები საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლოს.

ამ პირობებში როგორ შეუძლიათ მსოფლიოს ქვეყნებმა თავისუფლად შეიძინონ რუსული ნავთობი და დაუშვან რუსული გემები თავიანთ პორტებში?“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპამ რუსეთის მიმართ შიში უნდა შეწყვიტოს.

„ევროპაში ყველამ უნდა შეწყვიტოს შიში. შეწყვიტოს სისუსტის გამოჩენა. ისინი ძლიერები უნდა გახდნენ. დააყენეთ ღირებულებები და დემოკრატია იმ საფრთხეებზე მაღლა, რომელსაც რუსეთი ავრცელებს.

გთხოვ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებსაც არ ჰქონდეთ შიში. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. დაეხმარეთ მსოფლიოს. მოგვეცით ჩვენთვის საჭირო იარაღი. ჩვენ ვაფასებთ ამ დახმარებას, იმ იარაღს - ყველაფერს, რაც თქვენ უკვე მოგვეცით. თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საჭირო შემდგომ სანქციებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაანადგუროთ რუსეთის მიმართ შიში სადაც არ უნდა ნახოთ ის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა