გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 აპრილს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, კვერნაძის, კოსტავას, 26 მაისის, ტაშკენტის, ოდესის, ისაკაძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ზოვრეთის, ზემო ვეძისის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საირმის, მარიჯანის, მიცკევიჩის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის და პოლიტკვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, ლისაშვილის, წერონისის, ბახმაროს, გომარეთის, პიონერის, ახტალის, რაჭის, სანავარდოს, კალიუჟინის, ჟღენტის, ლეჩხუმის და ზიარის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას და მარჯანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის, მესხიშვილის, ჭანტურიას, ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვეკუას (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს