ბუჩას მერი - ოკუპაციის პერიოდში რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქში 320 მშვიდობიანი პირი მოკლეს

ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა, BBC-ს განუცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპაციის პერიოდში ქალაქში 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ანატოლი ფედორუკის თქმით, ის პირადად შეესწრო რუსი სამხედროების მიერ ადამიანების სიკვდილით დასჯის ფაქტებს.

„რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. სამი სამოქალაქო მანქანა ევაკუაციას კიევისკენ ცდილობდა, ისინი სასტიკად დახვრიტეს. ვნახე ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა, სთხოვდა მათ, რომ არ ესროლათ მისთვის, მაგრამ მათ ორსული ქალი უბრალოდ სასტიკად დახვრიტეს“, - განაცხადა ფედორუკმა.

ბუჩას მერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ოკუპაციის დროს ადგილობრივ პოლიტიკოსებზე ნადირობდნენ.

ფედორუკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც უარყო რუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის ბრალდებები, მოუწოდა, რომ „ჩასულიყო ქალაქ ბუჩაში, ენახა დაღუპულთა ცხედრები და თვალებში ჩაეხედა მათი ოჯახებისთვის - დედებისთვის, ქმრებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც დაობლდნენ“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო