კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ გზაგამყოფზე სასეირნო ბულვარი გაკეთდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

“ჩვენ თბილისში, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება. გახსოვთ, რომ აქ წლების წინ ტრამვაი დადიოდა. ამ ტრამვაის ადგილზე დარჩენილია ეს სივრცე მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ტრამვაის მოძრაობა გააუქმეს, რაც ძალიან სამწუხაროა და ცუდი. დღეს ტრამვაის აღდგენა და ამ პროექტის განხორციელება ასობით მილიონი ევრო ჯდება, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ქალაქისთვის, თუმცა, სამომავლოდ, ვნახოთ, ყველაფერი არის შესაძლებელი.

ამ გზაგამყოფზე გაკეთდება ძალიან საინტერესო სასეირნო ბულვარი, თავისი დასასვენებელი სივრცეებით. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ პროექტის ფარგლებში, კიდევ 2 სივრცე შეემატება სარეაბილიტაციოდ ამ პროექტს, ესენია ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, ახალი ხე-მცენარეები განთავსდება. ამ პროექტის ფარგლებში კეთდება ველობილიკი, სასეირნო, სარბენი ბილიკები, ყველანაირად განათებული იქნება. ყველაფერი, რაც თანამედროვე სკვერს სჭირდება, ამ პროექტის ფარგლებში არის განსაზღვრული. დაახლოებით 7 მილიონ 500 ათასი ჯდება ამ პროექტის განხორციელება, მასშტაბური სამუშაოებია“,-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა