კახა კალაძე - არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს - რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უსახლკარო თბილისელების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინა კიდევ 7 ოჯახს გადაეცემა.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსი მინიჭებული 400-მდე ოჯახს აქვს და მათი საცხოვრისებით დაკმაყოფილება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება.

მერის თქმით, მიმდინარე წელს მერია ბინას კიდევ 60 ოჯახს გადასცემენ.

"უსახლკარო თბილისელების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის მიმართულებით წინსვლა უკვე გვაქვს, რაც ძალიან სასიამოვნოა. თუმცა ჩვენ ერთი მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი გააჩნია და მეორეს მხრივ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციისთვის, რომ ასეთი შემთხვევები ავირიდოთ თავიდან, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება, რომ ასეთი შემთხვევები კონკრეტულ ადგილებზე არ მივიღოთ.

მეორეს მხრივ, ვისაც უსახლკარო სტატუსი აქვს და ეს პრობლემა აწუხებს, რა თქმა უნდა, ვეხმარებით, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ და საცხოვრებლით მაქსიმალურად უზრუნველყოფთ. შეიძლება, პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს, მაგრამ პროგრამა გვაქვს, რომლითაც ჩვენ ამ ოჯახების ქირით გაყვანას შევძლებთ. ასე რომ, ქუჩაში არავის დავტოვებთ, ქირით გავიყვანთ და ისინი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნებიან“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ვინც უსახლკაროს სტატუსის მიღებას ცდილობს, მან გამგეობას, ან მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა