დმიტრო კულება - პუტინის შესაჩერებლად გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვა საჭირო იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე ტალღის წარმოდგენას გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოხატა. თუმცა, როგორც უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, სწორედ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვა იქნება საჭირო პუტინის შესაჩერებლად.

„მივესალმები ევროკავშირის მიერ სანქციების მეხუთე პაკეტის გაძლიერებას. რომელიც ითვალისწინებს რუსული ქვანახშირის აკრძალვას, ევროკავშირის პორტებში რუსული ხომალდების აკრძალვას და საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორების აკრძალვას. მაგრამ პუტინის შესაჩერებლად გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვა საჭირო იქნება“,- განაცხადა კულებამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს