უკრაინის ვიცე-პრემიერი - ქვეყანაში 11 ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით დღეს ქვეყანაში 11 ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება.

სამხრეთ რეგიონში საევაკუაციო მარშრუტები შემდეგია:

მარიუპოლიდან ზაპორიჟიემდე პირადი ტრანსპორტით.

ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე პირადი ტრანსპორტით და ავტობუსებით.

ტოკმაკიდან ზაპოროჟიემდე პირადი ტრანსპორტით და ავტობუსებით.

ენერგოდარიდან ზაპოროჟიემდე პირადი ტრანსპორტით.

ჰულიაიპოლიდან ზაპოროჟიემდე პირადი ტრანსპორტით. ასევე გაიგზავნება ავტობუსები ზაპორიჟიედან ჰუმანიტარული დახმარებით.

მელიტოპოლიდან ზაპორიჟიემდე პირადი ტრანსპორტით. ასევე გაიგზავნება ავტობუსები ზაპორიჟიიდან ჰუმანიტარული დახმარებით.

იმავდროულად, ლუგანსკის აღმოსავლეთ რეგიონში ინტენსიური ბრძოლებია, დასახლებები ძლიერი დაბომბვის ქვეშაა. ვერეშჩუკის თქმით, ოთხშაბათს ლუგანსკის რეგიონში გახსნილია შემდეგი დერეფნები:

ქალაქ სევეროდონეცკიდან ქალაქ ბაჰმუტამდე;

ქალაქ ლისიჩანსკიდან ქალაქ ბაჰმუტამდე;

პოპასნაიდან ბაჰმუტამდე;

სოფელ ჰირსკედან ქალაქ ბაჰმუტამდე;

რუბეჟნოედან ბაჰმუტამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა