საბერძნეთი ქვეყნიდან 12 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

საბერძნეთი ქვეყნიდან 12 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბერძნეთმა ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური და საკონსულო მისიის 12 წარმომადგენელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

საგარეო უწყების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საბერძნეთში რუსეთის ელჩს დღეს ეცნობა.

ცნობისთვის, პორტუგალიამ, იტალიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, ესტონეთმა, დანიამ და ლატვიამ რუსი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა