ლუკ კოფიმ Airbnb-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სახლების გაქირავების ფაქტი დაგმო

ფონდ Heritage-ს საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ Airbnb-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სახლების გაქირავების ფაქტი დაგმო. ამის შესახებ განცხადება ლუკ კოფიმ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

„Airbnb რატომ აძლევთ ადამიანებს საშუალებას აფხაზეთში კერძო საკუთრების დაჯავშნის უფლებას?

აღიარებულია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მაგრამ ის რუსეთის მიერ 2008 წლის შემდეგ არის ოკუპირებული.

ე.წ. „აფხაზი“ სამხედროები უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან“,- განაცხადა ლუკ კოფიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა