ირლანდიის პრემიერ-მინისტრი - ირლანდია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ირლანდია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა.

„მე მივესალმე და დავუჭირე მხარი უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მივესალმე ამ განცხადებას და ვიმეორებ ამ მხარდაჭერას დღეს ამ დარბაზში", - განაცხადა მარტინმა.

მისი თქმით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დემოკრატიული უფლებაა საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია თავად გადაწყვიტონ.

„თქვენ აირჩიეთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში სტაბილიზაციისა და დემოკრატიზაციის ძალა. ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი, ეს არის უკრაინის ინტერესი. როგორც გითხარით, მე გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა ირლანდიის მთავრობის მეთაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო