გენერალური პროკურორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრის მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა