ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორია, მისი მიზნები და ამოცანები, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა.

„თავმჯდომარემ აღნიშნა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები. სტუმრისთვის საინტერესო აღმოჩნდა რელიგიური კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხი. ელჩის თქმით, ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა, შიიტი და სუნიტი მუსლიმების ჰარმონიული თანაცხოვრების, კერძოდ, ერთ მეჩეთში ლოცვის პრეცედენტი მისთვის ცნობილი არაა და ეს უნიკალური გამოცდილებაა. ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის და გამოთქვა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ გადასცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა