აშშ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის პუტინის ქალიშვილებსა და ლავროვის ოჯახს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებზე, ასევე რუსული ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ ქალიშვილებსა და სერგეი ლავროვის ცოლ-შვილს ახალ სანქციებს უწესებს.

„დღეს ჩვენ მკვეთრად ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს, როდესაც შემოგვაქვს სრულიად მაბლოკირებელი სანქციები რუსეთის უმსხვილესი საფინანსო დაწესებულების, „სბერბანკის“ და რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის - „ალფა ბანკის“ წინააღმდეგ“ , - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის აშშ-მა რუსეთის საბანკო სექტორის ორი მესამედი სრულად დაბლოკა.

ადმინისტრაციას ასევე შემოაქვს სანქციები რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრული ქალიშვილების - მარია პუტინასა და კატერინა ტიხონოვას, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალალიშვილის, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ - მინისტრის დიმიტრი მედვევისა და მიხეილ მიშუსტინის მიმართ.

მისივე თქმით, აშშ-მა უკვე შემოიღო სანქციები 140-ზე მეტ ოლიგარქთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკაშირებით, ასევე 400-ზე მეტ სამთავრობო ჩინოსათან მიმართებაში.

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აშშ-ის მიერ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ გატარებული ზომების დამღუპველი გავლენის შესახებაც ისაუბრა.

„პროგნოზების მიხედვით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს ორნიშნა რიცხვამდე შემცირდება. მხოლოდ ამ წელს, ეკონომიკური შოკი მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ბოლო 15 წლის ეკონომიკურ მიღწევას გაანადგურებს“ , - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რომელიც სანქციების ეფექტურობას უკავშირდებოდა ომის შეჩერებასთან დააკვშირებით, მან განაცხადა, რომ პუტინს, საბოლოო ჯამში, მოუწევს თავის ხალხს ანგარიში გაუწიოს.

როგორც მედია წერს, აშშ ასევე გამოიყენებს სრულიად სანქციებს უმნიშვნელოვანეს მსხვილ რუსულ სახელმწიფო საწარმოებთნ დაკაშირებით, რის შესახებაც ფინანსთა მინისტრი ხუთშაბათს გამოაცხადებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა