რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე, ხელებშეკრული იწვნენ, რითაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.

„სოლიდარობის აქცია პერფორმანსი, ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ნაწამებ და მოკლულ მოსახლეობის მიმართ. სიტყვები ზედმეტია იმის გამოსახატად თუ როგორ იმოქმედა ამ საზარელმა კადრებმა ჩვენზე. ამ აქციის მიზანია მსოფლიოსთვის მესიჯის გაგზავნა - ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე სახელწოდებით რუსეთი?”, - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც უკვე დასრულებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა