აშშ რუსეთთან ერთად „დიდი ოცეულის“ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ შეხვედრებში, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს, - ამის შესახებ დღეს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის (ფინანსთა სამინისტროს) მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტში საუბრისას იელენმა აღნიშნა, რომ მან ეს პოზიცია ნათლად განუცხადა „დიდი ოცეულის“ სხვა ფინანსთა მინისტრებს.

„მე ნათლად ვუთხარი ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან” , - დასძინა მან.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გარიცხონ „დიდი ოცეულიდან“.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ ლიდერების შემდეგი სამიტი ნოემბერში ინდონეზიაში გაიმართება. ამ შეკრების წინ კი მინისტრთა შეხვედრებია დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა