"გარდიანი" - ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაზე მუშაობენ

ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისთვის მუშაობენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, ერთობლივი სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროპოლსა და Eurojust-ში თავიანთ კოლეგებს შეხვდნენ. ისინი უკრაინის მთავარ პროკურორს მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარებიან.

„დღეს ჩვენ საერთაშორისო ძალისხმევას ვეხმარებით, რათა გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ უკრაინაში დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას “, - დასძინა გარლანდმა.

იმავდროულად, აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მკვლელობები, როგორც ჩანს, წინასწარგანზრახული იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა