დენის შმიგალი - რუსეთი ახორციელებს გენოციდს - რუსეთის ბიუჯეტი ტერორიზმის ბიუჯეტია

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა რუსეთი ომის დროს უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შმიგალის თქმით, ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს არის გენოციდი უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან".

უკრაინის პრემიერმა მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა და დასძინა, რომ აღნიშნული ფული რუსეთის მიერ „ამ გენოციდის“ და დანაშაულების დასაფინანსებლად გამოიყენება.

“რუსეთის ბიუჯეტი არის ტერორიზმის ბიუჯეტი და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ”, - დასძინა მან.

“ეს სისხლის ფულია, რადგან ამ ფულს იყენებენ იარაღის შესაძენად, საიდანაც უკრაინელებს კლავენ” , - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო