CNN - აშშ თვლის, რომ “შეძლებს რუსული დანაყოფების იდენტიფიცირებას”, რომლებმაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში

ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ “ის შეძლებს რუსული დანაყოფების იდენტიფიცირებას”, რომლებმაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში- ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

მისივე თქმით, აშშ-ის დაზვერვისთვის მონაწილეთა იდენტიფიცირება „ახლა უკიდურესად მაღალი პრიორიტეტია”.

მედიის ცნობით, ბუჩაში განხორციელებული სისასტიკის შესახებ ამერიკული დაზვერვა, ყველა არსებული ხელსაწყოებისა და საშუალებების გამოყენებით, აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას.

მედია აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირის განცხადებით, შეერთებული შტატები ასევე აანალიზებს შესაძლო ინდიკატორებს იმის შესახებ, რომ ბუჩაში სასტიკი დანაშაულების ჩადენის დროს ერთზე მეტი რუსული ქვედანაყოფი ან მებრძოლთა ჯგუფი იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს