კახა ქემოკლიძე - თუ ვიღაც დეპარტამენტის დირექტორი გილაგებს სახელმწიფოთა შორის პოლიტიკას, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე, რა გინდა ხელისუფლებაში? - ამათ უკანა ეზოდ აქციეს, თითქოს, „ნაცები“ აკონტროლებენ უკრაინის მთავრობას, მეტი საქმე არ აქვს ზელენსკის

ტვირთი საქართველოს ხელმძღვანელობაზეც არის - ამათ აქციეს უკანა ეზოდ, თითქოს, „ნაცები“ აკონტროლებენ უკრაინის მთავრობას, მეტი საქმე არ აქვს ზელენსკის, - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ქემოკლიძის თქმით, მას განცდა გაუჩნდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას, სადაზვერვო სამსახურებს ნულოვანი ნდობა აქვს საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სტრუქტურების მიმართ.

„განცდა გამიჩნდა, რომ ორი მანიშნებელი გამოიკვეთა: პირველი - უკრაინის ხელისუფლებას, სადაზვერვო სამსახურებს საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურების მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს . მეორე - ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ კავშირი ერთმანეთთან. შესაძლოა, ეს ვიღაცამ დააბრალოს ადეიშვილს, საშუალო დონის ჩინოვნიკებს...ჩემი აზრით, აბსურდული ბრალდებები მოვისმინე.

სასაცილოა, რომ ვიღაც დეპარტამენტის დირექტორი, თითქოსდა ზეგავლენას ახდენდეს უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ეს აბსურდულია. ეს დამაზიანებელია მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“. შენ თუ ვიღაც დეპარტამენტის დირექტორი სახელმწიფოთა შორის პოლიტიკას გილაგებს, მაშინ ქუდი უნდა დაიხურო და იმაზე სწრაფად წახვიდე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, არაფრის მაქნისი ყოფილხარ, რა გინდა ქვეყნის ხელისუფლებაში?!

შესაძლოა, უკრაინის მხარეს რაღაც ტიპის ინფორმაცია აქვთ, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ დონეზე მსგავსი ტიპის ბრალდებას აჟღერებ, როგორც მინიმუმ ფარდის მიღმა კომუნიკაცია უნდა გაეკეთებინათ. სხვა განსჯის საკითხია რატომ არ გააკეთეს ეს. უნდობლობას უკავშირდება, მიმდინარე სამხედრო აგრესიას, თუ დრო არ აქვთ. სერიოზულ პოლიტიკურ ტურბულენციას იწვევენ ორ სახელმწიფოს შორის.

ტვირთი საქართველოს ხელმძღვანელობაზეც არის. აქამდე არ უნდა მივსულიყავით. როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხება, ადეიშვილს, სააკაშვილს და ვიღაცებს არ უნდა გადააყოლო. შენი პოზიტიური ვალდებულებაა რეალური, მტკიცე და მყარი სახელმწიფოთა ურთიერთობა ააშენო სახელმწიფო უკრაინასა და სახელმწიფო საქართველოს შორის. ამათ აქციეს უკანა ეზოდ, თითქოს, „ნაცები“ აკონტროლებენ მთავრობას. ზელენსკის მეტი საქმე არ აქვს, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის მოსაზრებები ისმინოს დღეის მოცემულობით“,- აღნიშნავს ქემოკლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა