რადა - მადლობა საქართველო - უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ

უკრაინის უმაღლესი რადა, საქართველოში, რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში, რუსეთის შემოჭრის შედეგად გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფორმანსს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულის ვიდეოს აქვეყნებს.

უკრაინის პარლამენტი საქართველოში გამართული აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.

,,მადლობა საქართველო. უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ", - ნათქვამია უმაღლესი რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ბუჩაში, რუსული ძალების მიერ მოკლული ადამიანებისთვის პატივის მისაგებად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც ადამიანები, ბუჩაში გარდაცვლილების მსგავსად, მიწაზე ხელებშეკრული დაწვნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო