ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც გვჭირდება, ამას რუსეთი ჩათვლის უფრო შორს წასვლის ნებართვად

თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დასავლეთს, რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, აგრესიის შეჩერება შეუძლია.

,,კარგია, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რუსეთის შესაძლებლობა, ვალის გადასახდელად, აშშ-ის საბანკო ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აქტივები გამოიყენოს, ეს საგრძნობია და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, ომის შესაჩერებლად. თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, თავდასხმების ნებართვას, დონბასში, ახალი სისხლიანი ტალღის დაწყების ნებართვას. ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი სანქციების დაწესება, რასაც უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ხალხი. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოგვცენ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას, დასავლეთს ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა