ვოლოდიმირ ზელენსკი - ისინი ამბობენ, რომ რუსულად მოსაუბრე ადამიანებს იცავენ, მაგრამ რუსულენოვან რეგიონებში, ასობით ბავშვი მათ საჰაერო დაბომბვებს ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულენოვან რეგიონებში, ასობით ბავშვი რუსულ დაბომბვებს ემსხვერპლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა HaberTurk-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ თქვა,

,,ისინი ამბობენ, რომ რუსულად მოსაუბრე ადამიანებს იცავენ, მაგრამ რაც ხდება მარიუპოლში, მელიტოპოლში და რაც მოხდა ბერდიანსკსა და ხარკოვში, ამ ქალაქებში ბევრი რუსულენოვანია და მათ ამ ხალხს უთხრეს, რომ მოდიოდნენ იმისთვის, რომ ისინი დაეცვათ. ამ რუსულენოვან რეგიონებში, ასობით ბავშვი, მათ საჰაერო დაბომბვებს ემსხვერპლა. მასობრივი საფლავები ბუჩაში, ერთ-ერთია, სადაც ბავშვებიც იყვნენ. ბავშვი არ შეიძლება ჩათვალო აგრესიულად. შეუძლებელია, რომ ეს დამალო. ზოგიერთ მათგანს სხეულის ნაწილები აკლია, იყვნენ ხელებშეკრული ადამიანები, იყო გაუპატიურებები. ეს ყველაფერი მათი დაუოკებელი ნაციზმის დასტურია და მათ იციან, რომ ისინი ნაცისტები არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ გააჟღერა მოწოდება, რომ რუსული არმია და პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უკრაინაში შეჭრა დაგეგმეს, ომის დანაშაულებისთვის დაისაჯონ.

,,შეუძლებელია ამ ომის დანაშაულებებში მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ ეს მასობრივი სისასტიკე მრავალი ადამიანის, მრავალი სტრუქტურის ბრძანებითა და მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული და დამნაშავეები სასჯელს ვერ გადაურჩებიან", - განაცხადა ზელენსკიმ

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს