ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთს არ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ შეზღუდოს ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთისკენ დოლარისა და ევროს ნაკადი, მაგრამ ხალხი პოლიტიკაში რთული პრობლემების გადასაჭრელად მიდის - თუ არ შეგიძლია, არ უნდა დაგეწყო საქმიანობა

ზოგიერთ პოლიტიკოსს, ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ შეზღუდოს ნავთობის ვაჭრობიდან, რუსეთისკენ დოლარისა და ევროს ნაკადი, რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ ეკონომიკას - თუ არ შეგიძლია, მაშინ არ უნდა დაგეწყო პოლიტიკური საქმიანობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის საბანკო სისტემის სრული ბლოკადისა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნას გააგრძელებს.

,,ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ფინანსებიდან, რუსეთის საბანკო სისტემის სრული ბლოკადის მოთხოვნას. ასევე ჩვენ, გავაგრძელებთ დემოკრატიული სამყაროს რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმის მოთხოვნას. სწორედ ნავთობის ექსპორტია რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, მოლაპარაკებები ომის დასრულებასა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაზე სერიოზულად არ მიიღოს. ზოგიერთ პოლიტიკოსს, ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ შეზღუდოს ნავთობის ვაჭრობიდან, რუსეთისკენ დოლარისა და ევროს ნაკადი, რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ ეკონომიკას, მაგრამ ხალხი ამისთვის მიდის პოლიტიკაში, რთული პრობლემების, ამოცანების გადასაჭრელად. თუ არ შეგიძლია, მაშინ არ უნდა დაგეწყო პოლიტიკური საქმიანობა. რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო მაინც იქნება გამოყენებული. ფორმატი მოიძებნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს