მარტში საქართველოს 211 484 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211 484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188 354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა 37.1%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159 199 შეადგინა, რაც 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე +107,944-ით მეტია (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა