თეატრ-სტუდია "თეატრალი" 8-9 აპრილს სპექტაკლს "ბესლანი" წარმოადგენს

ხელოვნების აკადემია "მართვეს" მოზარდთა თეატრ-სტუდია "თეატრალი" 8-9 აპრილს 19.00 საათზე, სპექტაკლს "ბესლანი" წარმოადგენს.

რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის ინფორმაციით, პიესის შინაარსი აგებულია 2004 წელს ქალაქ ბესლანში, სკოლაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ. კერძოდ, მეათე კლასიდან გადარჩენილი გოგონა მოგვითხრობს იმ გმირული ფაქტებისა და საქციელის შესახებ, რომლებიც მოზარდებმა ჩაიდინეს ტერორისტების და ძალადობის წინააღმდეგ. გოგონა აცოცხლებს იმ სამ დღეს, როცა ტერორისტებს დაკავებული ჰყავდათ მოსწავლეები და გვაჩვენებს იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ ამ სისატიკეშიც პოულობენ ადამიანები ბოროტების წინააღმდეგ პატარა, გაბედული საქციელებით გამარჯვების მაგალითს.

„არა ომს! არა ტერორიზმს!“ - ვეხმიანებით უკრაინელ ხალხს, ბავშვებს, მოზარდებს და არა მხოლოდ მათ. ხმამაღლა ვამბობთ, რომ ბავშვები არაფერ შუაში არიან იმ გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც სასიკვდილო ზიანის მომტანია, თუმცა ვინ ფიქრობს მათზე... ამიტომ თავად უწევთ საკუთარი თავის დაცვა და გადარჩენა. ამ მძიმე თემას შევეხებით სპექტაკლის საშუალებით",- აღნიშნა ლაშა გოგნიაშვილმა.

„ბესლანის“ საპრემიერო ჩვენებები ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

აღნიშნული სპექტაკლი თეატრალურ ფესტივალებზეც იქნება წარმოდგენილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო