საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა დაიწყო

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, მარტის თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული და მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა თუ პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდმა დაიწყო დოლარის შესყიდვა და 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.

2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 265 ათას მონაწილე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მილიონი ლარი შეადგინა. დაგროვებითი პენსიით დღეისათვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა