მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანიების მომართვიანობის საფუძველზე, მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება

2022 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. რეისებისა და მიმართულებების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით დიდია განაცხადები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგის მიხედვით, ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით შესრულდება.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება ასევე, ტურიზმის სტატისტიკაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც საქართველოში 2022 წლის მარტში ტურისტული ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, უკვე 50%-მდე აღდგა.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება. სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება, ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების, ან ახალი გადამზიდავების ინტერესის შესაბამისად გაიზარდოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერას, რისი მაგალითიცაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიას, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს შეღავათი, რომელიც ჩვენ სექტორთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ, ხელს შეუწყობს დარგის აღდგენის პროცესს,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო