კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, ელისო ბოლქვაძემ „კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე“ თვალი არ დახუჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვენ, ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას

კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მათ სფეროში არის ცენზურის მცდელობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა.

როგორც პოეტმა პაატა შამუგიამ პარლამენტში „ლელოს“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, პარლამენტის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ პირადად აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოითხოვენ, რომ ელისო ბოლქვაძეს იუნესკოში მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას.

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. გავაგებინოთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ზოგადად, კულტურის სფეროში არსებობს. ამ სფეროში ნამდვილად სერიოზული კრიზისი დგას, შეიძლება ჩიხიც კი ვუწოდოთ ამ მდგომარეობას, როდესაც აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომდგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის, რაც ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ამ სფეროსთვის ყველზე მავნე არის ის, რასაც ცენზურა ჰქვია და რომლის მცდელობის არაერთ მაგალითს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ. ეს დავინახეთ მათ შორის „ლიტერასთან“, მწერალთა სახლთან დაკავშირებით, იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით. მუდმივად მიდიოდა წნეხი, კონკრეტულად მწერლობაზე ვსაუბრობ, თუმცა, ნებისმიერი სხვა სფერო, იქნება კინოცენტრი, ეროვნული თუ სხვადასხვა მუზეუმი, ყველგან არის ცენზურის მცდელობა. არათუ მცდელობა, არამედ ბევრგან უკვე განხორციელებულია ეს ქმედება.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აღასრულოს თავის მოვალეობა. განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვართ განწყობილი, როდესაც ამას ვამბობთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ როდესაც კულტურის მინისტრი მოდის, როლები იცვლება და საკანონმდებლო ორგანომ, ნაცვლად იმისა, რომ კულტურის მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით ქება-დიდებას, რომელსაც ჩვენი დეპუტატები აღუვლენენ ხოლმე, რაც სხვა თუ არაფერი, სამარცხვინოა.

მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, რომელიც საქართველოს კულტურის სფეროს წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოსი, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ მტრული გარემოს, ცენზურის და უამრავი შემაფერხებელი გარემოს გამო, მოვითხოვთ მას „იუნესკოში“ მშვიდობის ელჩის ტიტული ჩამოერთვას. ვინაიდან, ადამიანი, რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე თვალს დახუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს“, - განაცხადა შამუგიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს