ბექა დავითულიანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე - რომ დამაბრალოთ სპილო ვარ, ვერ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ სპილო არ ვარ

რომ დამაბრალოთ სპილო ვარ, ვერ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ სპილო არ ვარ - დაიდოს დოკუმენტი, რადგან ეს ისეთი ზღვარია, რომლის მერეც თავის შეკავება არ შეიძლება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

ამასთან, დავითულიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟოების მიერ ტვირთები ძალიან კარგად კონტროლდება, შესული ტვირთი შესაბამისი პროგრამებით აღირიცხება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად აღიჭურვა.

“ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული შეფასებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, მაგრამ როცა მეგობარი ქვეყანა ჰაერიდან მოტანილ მძიმე და პროვოკაციულ ბრალდებას გიყენებს, ეს წითელი ხაზია. ასეთი მძიმე ბრალდების გაჟღერებას უნდა მოჰყვეს ან დამადასტურებელი ფაქტები ან ბოდიში და განმარტება, ასეთ პროვოკაციულ განცხადებაზე რატომ წავიდნენ - ან ერთს, ან მეორეს ველოდებით! თუ უკრაინის მთავრობას ეს ინფორმაცია ჰაერიდან მოტანილი არა აქვს, მაშინ მოიტანოს და დადოს დოკუმენტი ან ბოდიში მოიხადონ. ძალიან მინდა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს და ვინც ჩვენს მიმართ ბრალდებებს აჟღერებს, ეს ადამიანები გამარჯვების ზეიმში ვიხილო, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ამ ყველაფერს ვერ გავატარებთ. თუ რაიმე საბუთს დადებენ, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მათი მხრიდან ერთგვარი უკან დახევა ვიხილეთ, რაც იმაზე მეტყველებს იმაზე, რომ ამის უკან არაფერი იყო. მეგობარ ქვეყნებს შორის ასეთი ბრალდებების გაჟღერება არ შეიძლება, მითუმეტეს, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ყველაფერს აკეთებს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა