სოფიო კილასონია - საგანგაშოა ავტორიტარიზმის ნიშნები - კულტურის სამინისტრო დევნის განსხვავებულ აზრს, ასუსტებს ინსტიტუციებს

საგანგაშოა ავტორიტარიზმის ნიშნები - კულტურის სამინისტრო დევნის განსხვავებულ აზრს, ასუსტებს ინსტიტუციებს, - ამის შესახებ კულტურის მკვლევარმა სოფიო კილასონიამ პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კულტურის სამინისტრო უკვე მეოთხედ იწყებს კულტურის კოდექსის წერას პროფესიონალების და საექსპერტო წრეების ჩართულობის გარეშე.

"აქ დაისვა კითხვები თუ რა ნიშნებია საგანგაშო, ეს არის ავტორიტარიზმის ნიშნები და იმ ეტაპზე, როცა ქვეყანა აყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემებს, კულტურის სამინისტრო ღალატობს ამ ღირებულებათა სისტემას, რადგან დევნის განსხვავებულ აზრს, როგორც პროფესიულ ჯგუფებში, ისე საზოგადოებაში და ესაუბრება საზოგადოებას სიძულვილის ენაზე. ასუსტებს ინსტიტუციებს, რაც არის ერთ- ერთი პირველი მოთხოვნა ასოცირების ხელშეკრულების თანახმად. ის, რომ ეროვნული მუზეუმის მენეჯმენტი რადიკალურად იცვლება და ინიშნებიან არაპროფესიონალები, კინოცენტრის არათუ მენეჯმენტი იცვლება, არამედ ფუნქციებს ითავსებს სამინისტრო და სოცრეალიზმის ხასიათის ფილმების დაფინანსებას გეგმავს და ამას სიამაყით აცხადებს, ეს არის უდიდესი პრობლემა და უდიდესი დარღვევა დემოკრატიული მმართველობითი სისტემის თვალსაზრისით. შეყვეტილია კომუნიკაცია პროფესიულ ჯგუფებთან და დღეს, ამ წუთას, კულტურის სამინისტროს მთავარი მენეჯმენტი უკვე მეოთხედ იწყებს ამ ხელისუფლების დროს კულტურის კოდექსის წერას და ამ კოდექსს წერს მხოლოდ დაქვემდებარებულ პირებთან, საკუთარ თანამშრომლებთან ერთად და არ აღიარებს არანაირ თავისუფალ საექსპერტო აზრს და პროფესიონალებს და დევნის მათ. მთლიანობაში, კულტურის სამინისტრომ მოახდინა ძალაუფლების და დაფინანსების სრული კონცენტრაცია, რაც არის საგანგაშო და კულტურის კომიტეტს და ელისო ბოლქვაძეს არასწორად მიაჩნია, თუკი ისევ ფიქრობს, როგორც ეს უკვე განაცხადა, რომ ის ენდობა და მისი განწყობა და გადაწყვეტილებები არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები და კულტურის კომიტეტს აქვს პირდაპირი ვალდებულება მინიტორინგი მოახდინოს ამ პროცესების, რაც არის ცალსახად მავნებლური", - განაცხადა სოფიო კილასონიამ.

ცნიბისათვის, "ლელოს" ინიციატივით დღეს, საპარლამენტი ოპოზიციის ნაწილი, პარლამენტში კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა