გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გაცემისათვის მოსაკრებლის განწილვადება მოითხოვონ

გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გაცემისათვის მოსაკრებლის განწილვადება მოითხოვონ. ამას "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გაცემისათვის მუნიციპალიტეტს განცხადებით მიმართონ და მოსაკრებლის განწილვადება მოითხოვონ.

ამასთან, მოსაკრებლის გადამხდელი აღნიშნული განცხადებით კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას.

დედაქალაქის მასშტაბით ეს ვალდებულებები დაახლოებით 25 სუბიექტის მიმართ არსებობდა. მათგან მიმდინარე დავის პროცესში დარჩენილია 17 პირი, დავის საგნის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა) ჯამური ღირებულება დაახლოებით 7.9 მილიონი ლარია.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს: ბექა დავითულიანს, სოზარ სუბარს, ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძეს, ირაკლი მეძმარიაშვილს, ქეთევან დუმბაძეს, გიორგი ცაგარეიშვილს, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო