ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტს - რუსეთის ქმედებები თავიდანვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისკენ იყო მიმართული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს მიმართა.

მისი თქმით, “ისინი, ვინც ევროპას ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით აშანტაჟებენ ყოველთვის აგებენ“.

ვირტუალურ მიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა საბერძნეთს „მეტის გაკეთებისკენ“ და როგორც „ევროკავშირის წევრის“ შესაძლებლობების გამოყენებისკენ მარიუპოლის გადარჩენის ორგანიზებისთვის.

"ის, ვინც ომს ირჩევს, ყოველთვის აგებს. ისინი, ვინც ცდილობენ ქვეყანას დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა წაართვან, ყოველთვის აგებენ. ისინი, ვინც ევროპას აშანტაჟებენ ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, ყოველთვის აგებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები თავიდანვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისკენ იყო მიმართული.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ „ენერგეტიკული სიღარიბე გახდეს ახალი რეალობა ამ კონტინენტზე“.

უკრაინის პრეზიდენტმა საბერძნეთს ასევე მსოფლიო ფინანსური სისტემიდან ყველა რუსული ბანკის დაბლოკვისკენ მოუწოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო