კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტის „გახდი იურისტის” მეორე სერიას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აბიტურიენტთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით პროექტის „გახდი იურისტის” მეორე სერიას იწყებს, რომლის მიზანია, აბიტურიენტებს პროფესია „იურისტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში აბიტურიენტები ცოდნას სამართლის სფეროს ზოგადი და დარგობრივი მიმართულებების შესახებ მიიღებენ. ასევე, იურიდიული პროფესიისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს გაეცნობიან.

„შეხვედრები დისტანციურ ფორმატში, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართება.

შემოგვიერთდი და შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში.

პროექტში მონაწილეობისთვის მარტივი რეგისტრაცია გაიარე: https://bit.ly/35MBiz0

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3v7OiIq,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო