უკრაინის წარმომადგენელი რუსეთისთვის წევრობის შეჩერებაზე - უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,დიახ" და გადაარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე - ,,არა"-ს დაჭერა კი ჩახმახზე გამოკვრას ნიშნავს

უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიცამ, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოში, რუსეთის წევრობის შეჩერებას გულისხმობს.

კისლიცა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პირველი გამომსვლელი იყო და მან ადამიანის უფლებათა საბჭო, ჩაძირულ ,,ტიტანიკს" შეადარა.

,,ახლა მსოფლიო გადამწყვეტ ვითარებამდე მივიდა. ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენი ლაინერი, მომაკვდინებელი აისბერგებისკენ ვერაგ ნისლში შედის. შეიძლება ჩანდეს, რომ ჩვენ, ადამიანის უფლებათა საბჭოს ნაცვლად, მას სახელად ,,ტიტანიკი" უნდა დავარქვათ. ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ზომები, რაღა საბჭო ჩაძირვისგან გადავარჩინოთ", - განაცხადა კისლიცამ.

უკრაინის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ,,გათანაბრებული იქნება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან".

,,მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ წევრ სახელმწიფოს, კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. რამდენიმე წუთში გექნებათ საშუალება დაამტიცოთ, რომ გულგრილი მაყურებლები არ ხართ. თქვენ მხოლოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,დიახ" და გადაარჩინოთ, ადამიანის უფლებათა საბჭო და მრავალი ადამიანის სიცოცხლე მთელს მსოფლიოსა და უკრაინაში. მეორე მხრივ, ,,არა"-ს დაჭერა, ჩახმახზე გამოკვრას ნიშნავს, რაც გულისხმობს წითელ წერტილს ეკრანზე, წითელს, როგორც დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლის სისხლი და ამ ეკრანზე, წითელი სისხლიანი წერტილების სურათი თქვენთან და ჩვენთან დარჩება მანამ, სანამ მეხსიერება არ გვიღალატებს", - განაცხადა კისლიცამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა