რუსეთის წარმომადგენელი გაეროში - რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან შესაძლო გარიცხვა, შესაძლებელია ძალიან საშიში პრეცედენტი იყოს

გაეროში, რუსეთის ელჩის მოადგილემ, გენადი კუზმინმა გაერო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, უარყოს რეზოლუცია, რომელიც რუსეთის წევრობას ადამიანის უფლებათა საბჭოში აჩერებს და რეზოლუციის პროექტს ,,საშიში პრეცედენტი" უწოდა.

კუზმინი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, უკრაინის წარმომადგენლის შემდეგ, მეორე სპიკერი იყო.

,,დღეს არ არის დრო და ადგილი თეატრალური თამაშებისთვის. რეზოლუციის პროექტს, რომელსაც დღეს განვიხილავთ, არანაირი კავშირი აქვს ადამიანის უფლებების ფაქტობრივ მდგომარეობასთან. კენჭისყრა, ადამიანის უფლებათა საბჭოში, რუსეთის წევრობის შეჩერების თაობაზე, აშშ-ის მცდელობაა, შეინარჩუნოს თავისი დომინანტური პოზიცია და ტოტალური კონტროლი, რათა საერთაშორისო ურთიერთობებში, ადამიანის უფლებათა კოლონიალიზმის მცდელობა განაგრძოს. რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან შესაძლო გარიცხვა, შესაძლებელია, ძალიან საშიში პრეცედენტი იყოს. რუსეთი თანმიმდევრულად იცავდა, ურთიერთპატივისცემასა და თანაბარ სტატუსზე დაფუძნებულ თანამშრომლობის პრინციპს, როგორც ადამიანის უფლებათა არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს", - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა