მელიტოპოლის მერი - ქალაქიდან უკვე 100-ზე მეტი ადამიანია გატაცებული

ქალაქ მელიტოპოლში, რომელსაც რუსული ჯარი იკავებს, მათ მიერ გატაცებული ადამიანების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

„დღეისთვის ქალაქის მცხოვრებთა გატაცების კუთხით მძიმე ვითარებაა. ახლა დაიწყეს ჩვენი ქალაქის პედაგოგიური უნივერსიტეტის მასწავლებელთა გატაცებები. უკვე ასზე მეტი ადამიანია გატაცებული“ , - განაცხადა მერმა.

მისი ინფორმაციით, შექმნილია “ტელეგრამ-არხი”, სადაც ქალაქის გატაცებული მოქალაქეების შესახებ მონაცემები იდება.

ფიოდოროვის განცხადებით, გატაცებულებს შორის არის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ფალკოც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა