ენტონი ბლინკენი - შევინარჩუნებთ და გავზრდით ზეწოლას კრემლზე

აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ზრდიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ და გავზრდით ზეწოლას კრემლზე და მის მეზობლებზე, მათ შორის, უპრეცედენტო სანქციებით“ , - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ზრდიან თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი თავდაცვით, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

მისივე თქმით, ამჟამად ძლიერდება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები, უპირველესად აღმოსავლეთ ფლანგზე.

ამ კონტექსტში ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში გამართა შეხვედრები ნატოს გარდა, ინდო-წყნარი ოკეანეების რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ ავსტრალიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან და კორეასთან.

ასევე, შეხვედრებში ჩართული იყვნენ საქართველოს, უკრაინის შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. შედგა ცალკე შეხვედრა "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

„ყველა ამ მოკავშირისა და პარტნიორის მონაწილეობა ხაზს უსვამს, რამდენად ფართოა ქვეყნების კოალიცია მთელი მსოფლიოდან, რომლებიც გაერთიანდნენ და წინ აღუდგნენ, უკრაინასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების აგრესიას“, - განაცხადა ბლინკენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ქვეყანა მოსკოვის თავდასხმას აღიქვამს არა როგორც აგრესიას მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დარტყმას საერთაშორისო ფართო წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც ეფუძნება კოლექტიურ შეთანხმებულ წესებს.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ბუჩაში რუსეთის სიმხეცის შესახებ უკანასკნელმა სიახლეებმა გააძლიერა კოლექტიური ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასეთი ქვეყნების კოალიცია იზრდება.

6-7 აპრილს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო რუსეთის ომზე რეაგირებისთვის ნაბიჯების გადადგმის საკითხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა