ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროდიანკაში რუსი ოკუპანტების მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში რუსი ოკუპანტების მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქ ბუჩაში.

„ბოროდიანკაში ნანგრევების მოწესრიგება დაიწყეს. იქ ბევრად უარესი მდგომარეობაა. რუსი ოკუპანტების მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია (ვიდრე ბუჩაში). რა მოხდება, როდესაც მსოფლიო გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში? თითქმის ყველა ქუჩაზე არის ის, რაც მსოფლიომ ნახა ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა ქალაქებში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ : იგივე სისასტიკე, იგივე საშინელი დანაშაულებები," - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში, განადგურებისა და მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა