ევროკავშირი უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას ჰპირდება

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს.

„ეს დაპირება ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას 1.5 მილიარდ ევრომდე გაზრდის მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო,“ - წერს მიშელი „ტვიტერში“

„ევროპული სამშვიდობო ფონდი“, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, არის გადაუდებელი სიტუაციების ფონდი, რომლის მოცულობა დაახლოებით 5. 69 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს სწრაფად დააფინანსოს სამხედრო ოპერაციები და „შეინარჩუნოს მშვიდობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტები და გააძლიეროს საერთაშორისო უსაფრთხოება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო