პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთს - რუსეთის დამშვიდების პოლიტიკა იყო სიმხდალის პოლიტიკა, ჩვენ უნდა მოვშორდეთ ამ პოლიტიკას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი რუსული გაზის რუბლში შესყიდვის შესახებ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის დამშვიდების პოლიტიკა იყო სიმხდალის პოლიტიკა. ჩვენ უნდა მოვშორდეთ ამ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა სამართლიანობის აღდგენა. ამიტომ, პოლონეთი მოუწოდებს შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც გამოიძიებს უკრაინაში რუსეთის დანაშაულებს... დღეს ყველაზე მთავარია ყველას თვალები ავუხილოთ, მათ შორის ევროპაში: დასავლეთში და აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი უნგრეთში“, - განაცხადა მორავეცკიმ.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს, რომელმაც დაამტკიცა რეზოლუცია, რუსეთის იმპორტზე ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზისთვის ემბარგოს დაწესების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო