იაპონიის მთავრობა, UNDP და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ

იაპონიის მთავრობა, UNDP და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროექტის ღირებულება 920, 000 აშშ დოლარია და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დაესწრნენ.

„მდგრადი განვითარება ცხოვრების მდგრადი სტილის დანერგვასა და შემოსავლის მდგრადი წყაროების შემოღებას ეყრდნობა. სწორედ მდგრადი განვითარება აძლევს ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და, პირიქით, ჩვენი პლანეტისა და კაცობრიობის გადარჩენას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით კი, ტყის კოდექსის ეტაპობრივი იმპლემენტაცია რეგიონებში მოსახლეობისთვის საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

„იმ მექანიზმების დანერგვა, რაც, გარემოს დაცვის პარალელურად, დასაქმების და სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, გლობალური პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის პროცესში მხარდაჭერისთვის. მისასალმებელია, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილების პირობებში ეკოსისტემების დაცვას, მათ შორისაა ტყის მდგრადი მართვის მიმართულებაც. ტყის კოდექსის ეტაპობრივი იმპლემენტაცია რეგიონებში მოსახლეობისთვის საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამბიციური ვალდებულებები აიღო. ახალი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების ნაწილში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

ერთობლივი ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეების მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვას - ტყეების დაცვას, ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას და ტყის ხანძრების პრევენციას. შედეგად, ტყე შეასრულებს ნახშირბადის შთანთქმის და სათბური აირების ემისიების შემცირების ფუნქციას.

„იაპონიამ ამბიციური გეგმა დაისახა, რათა 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობას მიაღწიოს. ამ ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, იაპონია ასევე ხელს უწყობს დაბალემისიანი ეკონომიკის მშენებლობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში, ჩვენი დახმარების შედეგად, 43,000 ადამიანი შეძლებს მწვანე და მდგრადი გადაწყვეტების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ტყის ფაქიზი ეკოსისტემის დაცვას“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

იაპონიისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებში, „საქმიანი ეზოები“ შეიქმნება და ხე-ტყის დამზადების მდგრადი პრაქტიკა დაინერგება. მცხეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და აღიჭურვება სამი საქმიანი ეზო, რომელიც დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება. საქმიანი ეზოების მოწყობა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის ნაწილია, 2023 წლიდან, საქმიანი ეზოები მთელ საქართველოში სრული დატვირთვით უნდა ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველომ მიიღო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) განახლებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უპირობო ვალდებულებას, 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2030 წლის კლიმატის ცვლილების ეროვნულ სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის 10 პროცენტით გაზრდა სწორედ ამ ამბიციური გეგმის ნაწილია.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი