არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტერენს მაკნელის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენით, მოზარდები მარია კალასის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაეცნენ.

ცენტრის ბენეფიციარები თეატრში პროექტ „მოგზაურობის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ისინი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში ერთვებიან. მსგავსი ტიპის აქტივობები არასრულწლოვნებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში, სოციალურ ჩართულობასა და ინტერესების გაღრმავებაში ეხმარება.

პროექტს რუსთაველის ეროვნული თეატრის მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა