ქუთაისში ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნება

ქუთაისში, 12 აპრილს იაპონელი მკვლევრის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ერთი თვის განმავლობაში განთავსდება.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. ინფორმაციას მოგაწვდით საელჩოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

პირველი ასეთი ღონისძიება გაიხსნა 25 იანვარს თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. ეს იყო გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“, რომელზეც წარმოდგენილია ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები. ამ გამოფენას შარშან რამოდენიმე თვე უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა (სიღნაღის მუზეუმი), სადაც დიდი წარმატება მოიპოვა. ჩვენ ვგევგმავთ გამოფენა „ვამოგზაუროთ“ რეგიონებში წლის განმავლობაში, რათა უფრო მეტმა ხალმა შეიგრძნოს იაპონელი მხატვრის მიერ დანახული ფიროსმანი.

თბილისის შემდეგ, გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ იმოგზაურებს ქუთაისში, სადაც ის ერთი თვის განმავლობაში ბინას დაიდებს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში (რუსთაველის ქ.8, ქუთაისი).

12 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება გამოფენის გახსნის ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლისა იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან, მისი გულიდან და მისი შემოქმედებიდან.

30-ე საიუბილეო წლის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებები: თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“. ეს გამოფენა შემდგომ იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

21 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იმამურა აკირამ იაპონიის ფონდის სამაუწყებლო მასალების გაცნობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა იაპონური სამაუწყებლო მასალები. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილი იქნება იაპონური სატელევიზიო პროგრამები „ბონსაის სამყარო“ და „გამოიკვლიე იაპონია“.

23 თებერვალს ჩატარდა ონლაინ მიღება, რომელიც ეძღვნებოდა იაპონიის იმპერატორის, მისი უდიდებულესობა ნარუჰიტოს 62-ე დაბადების დღესა და ასევე, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ონლაინ მიღება ატვირთულია საელჩოს YouTube-ის გვერდზე.

თებერვალში, იაპონური ფონდის მხარდაჭერით გამომცემლობა „დიოგენემ“ დღეს გამოსცა იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანი „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი).

დაგეგმილია ასევე იაპონური კინოს ფესტივალი და გამოფენა „სუშის სიყვარული“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

კოვიდ მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იგეგმება იაპონელი მუსიკოსების, მოცეკვავეების, იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტის ვადაიკოს კონცერტები .

დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს და ფეისბუქ გვერდს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს